სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ჯუმითი 2014 - დაფნის გადამმუშავებელი საწარმო
საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 1,100,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 376,400 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. საწარმოში წელიწადში 200 ტონამდე მშრალი დაფნის ფოთლის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე ხდება. საწარმოში მუდმივად 26 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. კომპანიაში 2020 წლის ბოლომდე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22 000-ის დანერგვა იგეგმება.
25 თებერვალი