სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა  კომპანიამ  „აგრომაქს დეკორი“  ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.  კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500,000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. 

„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება. მაშინ როდესაც, ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება ჩვენი ახალი ბაღები, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს სანერგე მეურნეობა, რომელიც ბაზარს  ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კომპანიის  „აგრომაქს დეკორი“   ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის გაცნობისას. 

სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200,000 ერთეული  ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული. „აგრომაქს დეკორი“ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა. 

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია  11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.  

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...