პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკს“,  შეავსოს განაცხადი და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  • პოტენციური ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ღუმელის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე, რომელიც  აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
    • მხარეთა რეკვიზიტები; 
    • ენერგო ეფექტური ღუმელის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი;
    • ჯამური ღირებულება ეროვნულ ვალუტაში;
    • მიმწოდებლის სს - ლიბერთი ბანკის საბანკო რეკვიზიტები;
  • პოტენციური ბენეფიციარის სს - ლიბერთი ბანკის საბანკო რეკვიზიტები;
  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • სასაქონლო ზედნადები;
  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი (საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წლის ვადით) გაცემული მწარმოებლის ან/და მიმწოდებლის მიერ;
  • თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაც მითითებული უნდა იყოს გადამხდელი, თანხის მიმღები და დანიშნულება); 
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

 

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...