ვაკანსია

პოზიცია: საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერი

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერიის ბუღალტრის პოზიციაზე, სრული სამუშაო გრაფიკით.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.

ანაზღაურება: 1770 ლარი, ხელზე ასაღები (net).

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სტანდარტული. დისტანციური/ჰიბრიდული მუშაობა არ განიხილება.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვა IPSAS ის და საბიუჯეტო კლასიფიკაცია GFS 2014-ის საფუძველზე;
  • შესრულებული საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სახაზინო/საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • სახაზინო/საბანკო ნაშთებისა და სააღრიცხვო სისტემაში არსებული ნაშთების პერიოდული შედარება;
  • ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისების, მივლინებების, მოთხოვნების (წინასწარი/სტანდარტული) შექმნა;
  • ხაზინაში მობრუნებული თანხების კონტროლი;
  • წინასწარი გადახდის დამოწმება;
  • დეპოზიტებზე და მიმდინარე ანგარიშებზე დარიცხული პროცენტების კონტროლი;
  • თანამშრომელთა სახელფასო უწყისის მომზადება და სახაზინო გადარიცხვის შესრულება;
  • საფინანსო/საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა და სახაზინო, საგადასახადო და შესაბამის სამსახურებში დროული  წარდგენა;
  • სააგენტოს ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საფინანსო-ეკონომიკური);
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) ცოდნა;
  • IPSAS ის საფუძველზე მომზადებული ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის ცოდნა;
  • საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცოდნა;
  • აუცილებელია ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საბიუჯეტო სექტორში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;

 

სხვა მოთხოვნები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: HR@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: „ბუღალტერი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სააგენტოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.rda.gov.ge

 

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!