ვაკანსია

პოზიცია: მძღოლი

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.

ანაზღაურება: 1560 ლარი თვეში. საწვავს და ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებას ანაზღაურებს კომპანია.

 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • ავტომობილის მართვის ზედმიწევნით კარგი უნარი;
  • კანდიდატი აუცილებელია ერკვეოდეს მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებში;
  • თბილისის ქუჩების ცოდნა;
  • სასურველია პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა და მოვლა;
  • ავტომობილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ ფილიალებში მივლინებები.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალური;
  • ორგანიზებული;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი". ასევე, გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ რეკომენდატორები ბოლო ან/და წინა სამსახურებიდან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.

ამ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, ჩვენი კომპანიის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.