• რომელი მუნიციპალიტეტები იღებს პროგრამაში მონაწილეობას?

    პროგრამა ხორციელდება მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

     

  • შესაძლებელია თუ არა დადგენილების ამოქმედების შემდგომ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

    კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ განახორციელებს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაციას ან ინფორმაციის იმ სახით დაზუსტებას, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

     

  • ჯამურად რა მოცულობის მიწის ფართობს უნდა ფლოდეს პირი პროგრამაში მონაწილეობისთვის?

    პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან/და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ჯამურად არა უმეტეს 5,000 კვ.მ მიწის ნაკვეთ(ებ)ი.

     

  • არის თუ არა განსაზღვრული დასაფინანსებელი სასათბურე მეურნეობის მოცულობა?

    დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა.

     

  • რა სახის ვალდებულებები ეკისრება ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღების შემდგომ?

    ბენეფიციარი ვალდებულია სასათბურე მეურნეობის მოწყობიდან 2 წლის განმავლობაში:

    • არ გაასხვისოს სასათბურე მეურნეობა;
    • შეინარჩუნოს სასათბურე მეურნეობის პროფილი;

     

  • ითვალისწინებს თუ არა პროგრამა ტექნიკური დახმარების დაფინანსებას (მაგ. ტრენინგები და სხვა)?

    კი, ცოდნის მიღების მიზნით, ფინანსური დახმარების მიღებამდე, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსი სასათბურე მეურნეობის მართვასა და სპეციფიკური კულტურების მოვლაზე. დაფინანსების მიღების შემდეგ პრაქტიკული ტრენინგები განსაზღვრული კულტურებისათვის. ბენეფიციარისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გადაეცემათ,  პროგრამით გათვალისწინებული კულტურების აგრო ტექნოლოგიური რუკა.