• იმ შემთხვევაში, თუ მიწის ფართობის მესაკუთრე/თანამესაკუთრე გარდაცვლილია, მემკვიდრეობა არ არის გაფორმებული, საჯარო რეესტრში დაირიცხება თუ არა აგროქულები?

    თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/თანამესაკუთრე გარდაცვლილია და მემკვიდრეობის გაფორმება მოხდება 2022 წლის 30 ივნისამდე მიწის მემკვიდრეს დაერიცხება ქულები.

    თუ მემკვიდრეობა გაფორმდება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრემ/მემკვიდრემ სააგენტოში უნდა წამოადგინოს სამკვიდრო მოწმობა და და თითოეული შემთხვევის განხილვა მოხდება ინდივიდუალურად.

  • მიიღებს თუ არა მიწის ფართობის მესაკუთრე/თანამესაკუთრე აგრობარათს, თუ იგი არ არის საქართველოს მოქალაქე?

    თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/თანამესაკუთრე არ არის საქართველოს მოქალაქე აგრო ბარათს ვერ მიიღებს.

  • როგორ უნდა მოიქცეს მიწის ფართობის მესაკუთრე/თანამესაკუთრე აგრობარათის მისაღებად, თუკი შეიცვალა სახელი/გვარი?

    თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ შეიცვალა სახელი/გვარი, 2022 წლის 30 ივნისამდე უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ახალ ამონაწერში დააფიქსიროს შეცვლილი ინფორმაცია. 

    თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ სახელი/გვარი შეიცვალა ბანკთან უკვე გადაცემული ინფორმაციის შემდეგ, ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სერვისების განვითარების სააგენტოსგან და ყველა შემთხვევის განხილვა მოხდება ინდივიდუალურად.

  • როგორ უნდა მოიქცნენ მიწის ფართობის თანამესაკუთრეები, თუ საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის დაზუსტებული/იდენტიფიცირებული?

    ფერმერებმა, დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

  • დაირიცხება თუ არა ქულები თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში რომელიც ჯამურად 0.25 ჰა-ზე ნაკლებია?

    მიწის მესაკუთრეებს/თანამესაკუთრეებს, რომელთაც 0.25 ჰა-ზე ნაკლები მიწის ფართობი გააჩნიათ არ დაერიცხებათ ქულები.  

  • დაირიცხება თუ არა ქულები საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში რომელიც ჯამურად სცდება 1.25 ჰა-ს?

    მიწის მესაკუთრეებს/თანამესაკუთრეებს, რომელთაც 1.25 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი გააჩნიათ არ დაერიცხებათ ქულები.  

  • სად შეუძლია ფერმერს დააზუსტოს, თუ რა რაოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში?

    აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

  • როგორ უნდა მოიქცეს ფერმერი, თუ საჭიროებს მიწის ფართობების დაზუსტებას, მემკვიდრეობის რეგისტრაციას ან თანამესაკუთრეების იდენტიფიცირებას?

    ფერმერმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.