პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თანადაფინანსება

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს:

  • 7-დან 9 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 1,200 ლარს;
  • 9-დან 11 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 1,700 ლარს;
  • 11-დან 13 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 2,200 ლარს;
  • 13 და მეტი ცხ.ძ-ის სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 2,500 ლარს;

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:

  • საკუთარი ფულადი სახსრები;
  • სესხი/ლიზინგი

პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
ბენეფიციარს დაუფინანსდება მხოლოდ ერთი განაცხადი.
ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაფინანსდება მხოლოდ ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

სააგენტოს წილი თანადაფინანსების თანხა გაიცემა ტექნიკის/მოტობლოკის მიწოდების შემდეგ


პროგრამის მონიტორინგი

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

 

სიახლეები