პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ტერმინთა განმარტება

პოტენციური ბენეფიციარი - ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია სსიპ - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს  თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ბენეფიციარი - პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

თანადაფინანსების ხელშეკრულება - სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ პირობებსა და  ვალდებულებებს; 

თანადაფინანსება - პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები, მათ შორის ანაზღაურების გზით;

სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა -    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ.ძ. მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ.ძ მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.

 

სიახლეები